Tuesday, February 11, 2020

19.01

დამაკლდა შენი სიცილი ცამდე
წლევანდელ ზამთარს როგორც ფიფქები
დაბრუნებაც კი არასდროს სცადე
აღარც კი ფიქრობ ვისთან ვიქნები,
       დამაკლდი როგორც ფიფქები ზამთარს
       ნუთუ ოდესმე კვლავ გათოვდები?
       მე ვემსგავსები წვიმიან ავდარს
       და სამუდამოდ განვმარტოვდები
                              
                                             19.01.2020