Friday, February 19, 2010

მასაჩუსეტსი

მალე ისევ ისე გაზაფხულდება
გულს უშენოდ ყოფნა აღარ უნდება
მომენდომე როგორც ადამს ევიტა
ძალიან ხარ შორს და რაღაც ვერ ვიტან,

ვერ გაჩუქე სიყვარულის ნაყოფი
სითბო გქონდა მთელი ქვეყნის სამყოფი
ვარსკვლავების მიჭირს დათვლა ზეცაზე
რომ მეპოვნე რამდენი რამ ვეცადე,

გახსოვს როგორ მოგიპოვე შემთხვევით
ვოცნებობდი ხელზე როდის ვემთხვევი
მერე უცებ როგორც მარტი აჭრილი
შეიცვალე, გაქრა შენი აჩრდილი,

ერთმანეთს გვყოფს ოკეანის სიშორე
მაგრამ ფიქრი შენზე ვერ მოვიშორე
ხვდები როგორ მოიწყენდა ადამი
და აჩუქა ღმერთმა სითბოს მადანი,

სწორედ ისე როგორც ადამს ევიტა
მომენატრე და რომ არ ხარ ვერ ვიტან.

Friday, February 5, 2010

წამწამებს

გაკვირვებით შემომყურებს თოლია
წყალში თევზი რატომ ვერ ამოლია,
მზეს კი ზღვაში კვლავ ჩაძირვა აწამებს
ვერ ვივიწყებ შენს ნასველებ წამწამებს,

ეჰ თოლიავ,თევზებს წყალში რა დალევს...
მზევ, გგონია ზღვა შენ გელის ნაწამებს?
ნასველები წამწამების, მგონია,
არვიწყება იქნებ მონაგონია?!

(გააგრძელეთ კომენტარებში)