Thursday, December 29, 2011

კამელია

მინდა ამ ქვეყანას სადღაც გავეცალო
ნეტავ ფიქრებისთვის სულაც არ მეცალოს,
გულს რომ იცავს დღემდე, მისი ფიცარია,
თითქოს ერთმანეთზე შენაფიცარია...
მინდა გაზაფხულზე ისევ დავიბადო,
შენი სილამაზე ჩემთან დავიბარო,
მერე გავიშლები როგორც კამელია,
ცაში წავიდოდი მაგრამ არ მელიან.
მინდა გავეცალო სადღაც ამ ცოდვილებს
ნეტავ როდემდეო? ღმერთო მაცოდინე.

Tuesday, December 13, 2011

მოვრჩები

ჩემი თითების მიყვარს ჩონჩხები
ვხედავ შენგან რომ ვეღარ მოვრჩები,
ღამით მაღვიძებს როგორც ურჩხული
მთვარის შუქი და მისი ჩურჩული.
ლამაზი შენზე მწვანე კონცხია
მაგრამ შენი ხმა უფრო მორცხვია,
შენზე ღმერთს ვკითხავ, რატომ არ ვიცი...
შენ განვლილ გზას რომ ასე განვიცდი,
ჩემი თითები შენზე გრძელია,
რომ დამატოლო ასე ძნელია?
ჩემი თითების მიყვარს ჩონჩხები
შენგან მე ვიცი ვეღარ მოვრჩები.