Thursday, December 29, 2011

კამელია

მინდა ამ ქვეყანას სადღაც გავეცალო
ნეტავ ფიქრებისთვის სულაც არ მეცალოს,
გულს რომ იცავს დღემდე, მისი ფიცარია,
თითქოს ერთმანეთზე შენაფიცარია...
მინდა გაზაფხულზე ისევ დავიბადო,
შენი სილამაზე ჩემთან დავიბარო,
მერე გავიშლები როგორც კამელია,
ცაში წავიდოდი მაგრამ არ მელიან.
მინდა გავეცალო სადღაც ამ ცოდვილებს
ნეტავ როდემდეო? ღმერთო მაცოდინე.

Tuesday, December 13, 2011

მოვრჩები

ჩემი თითების მიყვარს ჩონჩხები
ვხედავ შენგან რომ ვეღარ მოვრჩები,
ღამით მაღვიძებს როგორც ურჩხული
მთვარის შუქი და მისი ჩურჩული.
ლამაზი შენზე მწვანე კონცხია
მაგრამ შენი ხმა უფრო მორცხვია,
შენზე ღმერთს ვკითხავ, რატომ არ ვიცი...
შენ განვლილ გზას რომ ასე განვიცდი,
ჩემი თითები შენზე გრძელია,
რომ დამატოლო ასე ძნელია?
ჩემი თითების მიყვარს ჩონჩხები
შენგან მე ვიცი ვეღარ მოვრჩები.


Friday, November 18, 2011

***

ჩემზე არასდროს ამბობენ მართალს
ჩემზე ამბობენ მოაქვს სიცივე,
ზოგი მადარებს თოვლიან ზამთარს
არავის ჯერა თუ გავიცინებ,
ჩემზე ვერასდროს იტყვიან ლამაზს
რადგან არამაქვს ნიჭი ღვთიური,
მაგრამ ეჭვი მაქვს იტყვიან ამას
მახინჯზე მეტად სიმპატიური...

Monday, November 14, 2011

მონა

არ შემეხმიანო
წაბლისფერ თმიანო
წარსულში წერიხარ
მტერი და მტვერი ხარ
რა არი სამყარო
თუ სხივსთვის არ ხარობ
შენ მხოლოდ მონა ხარ
ან სად გამოგნახა
გონებამ კაცისამ
კვლავ იტყვი ”რას იზამ”
მე წავალ ზურგისკენ
და ამით ვუბიძგებ
არ შეგეხმიანო
წაბლისფერ თმიანო...


Saturday, November 12, 2011

Dali

გადამიფრენს როგორც ძერა
შენი სახის ცივი მზერა,
ჩამოთლილი ცხვირის კიდე
ტუჩი ზედ ვერ მოვიკიდე,
გადავარცხნილ თმების წყება
შენი სითბო აქ იწყება,
დაგხატავდა როგორც ქალი
სალვადორი იყო დალი...

Thursday, October 20, 2011

ანნ

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და ლურჯი ზეცა ნელა ბინდდება
შენზე ფიქრები ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება...

Saturday, October 15, 2011

მზეო

მიყვარხარ მზეო გხედავ როდესაც
ციდან შენი ხმა თუ კი მომესმა,
მავიწყდებიან დღეები რთული
და იმედებით მევსება სული,
მიყვარხარ მთვარევ გადავერცხლილო
ღამის სიბნელეს რომ ანგრევ შუქით
მიყვარხარ თმებო გადავარცხნილო
სიყვარული რომ მესროლეთ შუბით...

Sunday, October 2, 2011

ზღვა მიყვარს

რასაა რომ ბოდავ!?
შენთან ვინ მორბოდა?
მე მხოლოდ ზღვა მიყვარს
და მასთან წამიყვანს,
მერე კვლავ მარტო ხარ
და ისევ არ თოვხარ,
შენ მხოლოდ წვიმდები
გულს გადაცილდები,
თუ გითხრეს უყვარხარ
სულელებს ნუ გავხარ,
ახლა კი მე ვბოდავ
ენა კი მებმოდა...
მე მხოლოდ ზღვა მიყვარს
და მალე წამიყვანს.

Thursday, June 30, 2011

გემები

შორია ჩემთვის რექვიემები
წინ მიიწევენ ჩემი გემები
სიყვარულია თურმე სამყარო
ღმერთს მე ვერ ვეტყვი რატომ არ მყვარობ
როდემდე მდევენ ქალების ხროვა
რომ შემაყარონ ვარდების გროვა
როდემდე ვდიო თვალებს ალმაცერს
ნამუსს რომ მხდიან და აღარ მაცმევს
მე კვლავ გავყვები ცხოვრებას მარტო
ჩემი გემები ისევ რომ ვმართო
იტყვიან ჩემზე დარჩა ეული
გონება ქონდა გადარეული
მე ღმერთს ვერ ვკითხავ რა გიგავს მწყემსის
მისი ხმა ყველაგან, ყოველდღე მესმის
სტუმარიც თურმე ყოფილა ღვთისა
მეც სტუმარი ვარ ალბათ ღმერთისა...

Monday, June 20, 2011

ვაშლი

თუ გიყვარვარ როგორც ვაშლი
ცხოვრებიდან ნუღარ წამშლი,
გადაგრეხილ თმებს რომ გაშლი
მავიწყდება თავი წამში,
თუ გიყვარვარ როგორც ვაშლი
ცხოვრებიდან როცა წამშლი
გაიხსენე ჩემი ხელი
შენსავით რომ იყო თხელი
თუ გიყვარვარ როგორც ვაშლი
გადაგრეხილ თმებს ნუ გაშლი...


Tuesday, January 11, 2011

De...

შენი ფიქრები მაცვივა თმებზე, როგორც დამწვარი ფურცლები ლექსის
შენი თვალების ხშირი ხამხამი და შენი გულის შეკუმშვა მესმის
ღალატი? ახლა? ნუთუ გაბედავ? ტკბილად ჩამესმის ნაზი ხმა ეშმის
მე შენ მჭირდები, მე შენ მინდიხარ, შენ მე მიყვარხარ და შენ ეს გესმის???

Saturday, January 8, 2011

კალია


ვერ ვივიწყებ შენს დარჩენილ ნაკვალებს
რომ ვუყურებ მაშინ გული კანკალებს
როცა მთვარეს ვუცქერ მხოლოდ რკალია
მაგონდება ჩემი ტანის კალია,
ზოგჯერ თვალი მიშტერტება იმ წამზე
პირველად რომ დაგინახე მიწაზე
პირის უცხო, მოზომილი ნახევი
კბილებს ჩუმად ეუბნება ამყევი,
და ღიმილმა უცებ შემომიტყვევა
სიმკაცრე კი ჩემი ვერ მომიტევა,
გაქრა როგორც ფარაონის ყვავილი
დღეს კი მხოლოდ მის ნაკვალებს ავივლი
თუ გახედავ მთვარეს მხოლოდ რკალია
გაიხსენე ჩემი ტანის კალია