Wednesday, January 28, 2015

მარტი

მინდოდა რამე მემღერა  შენთვის
 მეცეკვა მარტის წვიმიან ქარში,
შენ ხომ სიცოცხლე შეძელი ჩემთვის
შემოაბიჯე დახურულ კარში.
      როცა მოვკვდები იგრძნობს ხეები
      რადგან მე მოვალ ფოთლებად, მარტად
      აპრილს ვესესხო მინდა დღეები,
     რომ დიდხანს დარჩე გარდაცვლილ ქმართან.


Friday, January 2, 2015

ზღვაზე

ახლა წავალ დავწვები
ზამთარია ქუჩებში,
მე იგივეს ვაწვები
მაკოცნინე ტუჩებში,
თორემ მოვა აგვისტო
ზღვაზე წავალ სულ სხვასთან
არ მექნება მაგის დრო
თუ ვახსოვარ სუნთქვასთან,
ზღვა ხომ ჩემზე გიჟია
ახლა მასაც არ სძინავს
ჩვენში ერთი ჯიშია
ძალით არვის არ ვძირავთ.
ახლა წავალ დავწვები
ზამთარია ქუჩებში
ჩვენ სახელებს დილისთვის
ყინვა ხატავს შუშებში.