Friday, September 14, 2012

მომყავს

არ ვიცი რა მიყვარს
ასეთი მას რა აქვს
ჩემ გულში ტყვიაა
ხელში კი მასრა აქვს :)


Sunday, August 12, 2012

არ ვარ აქაური

ცა რომ ლურჯია, გახსოვს ფრაზები?
ზღვაზე სხვასთან ხარ, ვერ გიბრაზდები
მე შეგაყვარე ჩემი ორები
ახლა შორსახარ, ვერ გეომები.
გახსოვს პირველად - იაპონია?
ასეთი გრძნობა აღარ მქონია,
მზე ჩადიოდა, ვიდექით ხიდზე
მგონი მძინავს და ნუ შემაფხიზლებ...


Wednesday, June 6, 2012

მე, ცა და . . .

 შენ ჩემი ზღვა ხარ, ჩემი ნაპირი,
 ჩემი მარტი და ჩემი აპრილი
 მე შენთან ვგავარ ხეებს ფოთლიანს,
 რამდენჯერ გნატრობ ვეღარ მოთვლიან,
         რა მოხდებოდა იქნება მეცადა
        ვყოფილიყავით ერთად მე, ცა და
        შენი თვალების მწვანე ხავსები
       მე მოვალ მაინც, დაგემსგავსები...

Friday, February 17, 2012

♥♥

შენ გულმა გაძლო, ჩემმა კი ვერა
კიარ გაჩერდა, გადასკდა შუაში
ამოვისუნთქე ბოლოჯერ ბგერა
ღმერთს დავუბრუნე სიცოცხლე ვალში...

Thursday, February 9, 2012

ნაპირი

მივდიოდი სადღაც უცხო მხარეში
როგორც გემის იალქანი ავეშვი,
გადმოქროლეს ჩემი ბედის ქარებმა
თანაც მკითხეს გზები ხომ არ აგებნა?
მერე ღამით შევამჩნიე ნაპირი
მივადექი და არაფერს დავპირდი,
იქნებ ჩემი ის არ იყო სამოთხე
და ვიფიქრე სხვის ნაპირზე არ მოვხვდე.
მაგონებდა მთვარეს ოღონდ გალეულს
მისი სახე ჯერ არა გაქვს არეულს,
თვალის ქონდა უცნაური ჭრილები
მზეს ფარავდნენ მადგებოდნენ ჩრდილები,
თითები კი თითქოს ბილიკებია
ძლიერ წუხან სითბო რომ მიკლებია,
თმების ტალღებს მზის სხივები არ თმობდა
ეხვეოდნენ ყელზე თითქოს ათბობდა,
სხეულია ეს და მიწის მტვერია
დრომ ნეტავი მის სულს თუ მოერია?
რომ ჩავხედავ თუ არ იქნა გვიანი
მე დავხატავ როგორც მოდილიანი.





წელიწადი

ზამთარია, დღეა მოკლე
მზე არა ჩანს, ხომ არ მოკლეს?
ყინავს ისე ატანს ძვლებში
შენ დაგეძებ გამვლელებში.
თუ გიპოვე როგორც წინად
და გვერდულად გამეცინა,
გამიყარე ხელი მკლავში
დრო დავტოვოთ ჩვენთან ვალში,
რომ გავუძლოთ სიბერემდე
და სიცოცხლეს ვიფერებდეთ.
მალე მოდის გაზაფხული
მარტის თვეა დაზაფრული,
ხან ქარია, ხან ავდარი
ჩემი სულის შესადარი,
მერე მოდის შენი სითბო
ზაფხული და ხელებს ვითბობ.
სახლი ზღვასთან მთების ფერდზე
პატარა და ქათმის ფეხზე.
მწვანე კონცხი, მალაქიტის
მოვიაროთ დრო არ მიდის.
შემოდგომა, ნოემბერი
ხან ტკბილი და ხან ბებერი,
ცვივა ისე როგორც თმები
უფოთლებოდ რჩება მთები.
ახლაც ისევ ზამთარია
ყინვა ისევ ატანს ძვლებში,
ვცდილობ არსად დამეკარგო
არ ამებნე გამვლელებში.

ქვიშნა

მომენატრე როგორც ალუბალები
მენატრება შენი ფერის თვალები
აღარ მომწონს აღარავის ქალები
არც ფხიზლები, არც ნახევრად მთვრალები
5 დღე და მისი ღრმა ნაკვალები
მომენატრა როგორც ალუბალები.

7 წამი

მინდა მაოცებდე თუნდაც 7 წამი
გულში მერჭობოდე როგორც მშვილდ-ისარი
ახლაც მეკითხები: რისთვის? რატომ მერე?
მუდამ გპასუხობდი მერე მომეფერე...

Monday, January 23, 2012

სახლი

მომენატრა ჩემი სახლი
მზის სხივები ვერხვებზე,
მენატრება სახლი ჩემი
სახლი ქათმის ფეხებზე . . .:)

Tuesday, January 3, 2012

ღამე

შუა ღამეა ცაზე უმთვარო
შორიდან ისმის კივილი ტურის,
თითქოს მეძახის რად არ უთხარო
ფერები უცხო რომ ჰქონდა ტუჩის.
ღამე ყოველთვის ჩემი შიშია
რადგან მგონია აღარ გათენდეს,
შენი თითები ვერ გამიშვია
ისე ვუჭერდი თითქოს ვამტვრევდე...