Friday, October 16, 2015

რიგში



dRes oqtomberi meTeqvsmetea
netav ra gqvia Tea, medea?
me cocxal rigSi momkali ZaliT
muqi TmebiT da momwvano TvaliT.
Sen grZnobdi rogor vCqarobdi sunTqvas
medeqi win da micqerdi TmebiT
zRvasaviT Tma gaqvs albT sxvas uTqvams
me gadacurva mindeba gemiT...


Monday, August 31, 2015

222

მინდა გხედავდე როგორ იძინებ
როგორ იღვიძებს თვალები ნუშის
ერთი თხოვნა მაქვს ნუ მეტყვი ისევ
რომ ჩემი მზერა მსგავსია მრუშის...

Wednesday, January 28, 2015

მარტი

მინდოდა რამე მემღერა  შენთვის
 მეცეკვა მარტის წვიმიან ქარში,
შენ ხომ სიცოცხლე შეძელი ჩემთვის
შემოაბიჯე დახურულ კარში.
      როცა მოვკვდები იგრძნობს ხეები
      რადგან მე მოვალ ფოთლებად, მარტად
      აპრილს ვესესხო მინდა დღეები,
     რომ დიდხანს დარჩე გარდაცვლილ ქმართან.


Friday, January 2, 2015

ზღვაზე

ახლა წავალ დავწვები
ზამთარია ქუჩებში,
მე იგივეს ვაწვები
მაკოცნინე ტუჩებში,
თორემ მოვა აგვისტო
ზღვაზე წავალ სულ სხვასთან
არ მექნება მაგის დრო
თუ ვახსოვარ სუნთქვასთან,
ზღვა ხომ ჩემზე გიჟია
ახლა მასაც არ სძინავს
ჩვენში ერთი ჯიშია
ძალით არვის არ ვძირავთ.
ახლა წავალ დავწვები
ზამთარია ქუჩებში
ჩვენ სახელებს დილისთვის
ყინვა ხატავს შუშებში.


Saturday, September 20, 2014

***

მაპატიე მზეო
რომ მოგიჩრდილეო,
მაპატიე მთვარე,
ვეღარ დაგითვალე,
ვარსკვლავები ღამით
რა დაშავდა ამით??
გათენდება დილა
შენთან ისევ მთბილა,
ლოგინია ფართო
მინდა რომ გამართო,
მერე წამო ზღვაზე
ტალღებს ვიცნობ ხმაზე,
მზე გვანათებს ვცდილობ
აღარ მოვიჩრდილო.

Sunday, April 28, 2013

###

მე ისევ აქა ვარ, ზღვა ტალღებს არ მითმობს
მაგონებს შენს თავს და მიყვარხარ ამიტომ
ვაგროვებ ფერად ქვებს, ტალღები მართმევენ
ნეტავი ტალღები ღამეს თუ ათევენ?
შენსავით იციან ტალღებმა სიცილი
შენსავით სიცილი და მზეზე ციმციმი,
ამიტომ მე მიყვარს ზღვის ლურჯი ხავერდი
თევზები მე ვარ და ბადეში გავები...





Friday, September 14, 2012

მომყავს

არ ვიცი რა მიყვარს
ასეთი მას რა აქვს
ჩემ გულში ტყვიაა
ხელში კი მასრა აქვს :)


Sunday, August 12, 2012

არ ვარ აქაური

ცა რომ ლურჯია, გახსოვს ფრაზები?
ზღვაზე სხვასთან ხარ, ვერ გიბრაზდები
მე შეგაყვარე ჩემი ორები
ახლა შორსახარ, ვერ გეომები.
გახსოვს პირველად - იაპონია?
ასეთი გრძნობა აღარ მქონია,
მზე ჩადიოდა, ვიდექით ხიდზე
მგონი მძინავს და ნუ შემაფხიზლებ...


Wednesday, June 6, 2012

მე, ცა და . . .

 შენ ჩემი ზღვა ხარ, ჩემი ნაპირი,
 ჩემი მარტი და ჩემი აპრილი
 მე შენთან ვგავარ ხეებს ფოთლიანს,
 რამდენჯერ გნატრობ ვეღარ მოთვლიან,
         რა მოხდებოდა იქნება მეცადა
        ვყოფილიყავით ერთად მე, ცა და
        შენი თვალების მწვანე ხავსები
       მე მოვალ მაინც, დაგემსგავსები...

Friday, February 17, 2012

♥♥

შენ გულმა გაძლო, ჩემმა კი ვერა
კიარ გაჩერდა, გადასკდა შუაში
ამოვისუნთქე ბოლოჯერ ბგერა
ღმერთს დავუბრუნე სიცოცხლე ვალში...