Tuesday, September 21, 2010

ბაჯაღლო

მე შეგხვდი ისევ ასი წლის შემდეგ
შენ კი ვიღაცის გამხდარხარ ვარდი,
იმაზე მეტად მიყვარხარ ახლა
ვიდრე ასი წლის წინათ მიყვარდი

არათითს ვხედავ გიმძიმებს ძლიერ
ყვითელი რგოლი, თანაც ბაჯაღლო
ამაყად ამხელს სხვისია ქალი
გვიანია და ხელი არ ახლო

თუ კი ამ ქვეყნად არ მიწერია
ცხოვრება შენთან - თავს მოვერევი
იმ ქვეყნად მაინც მოვალ შენამდე
და სამუდამოდ მოგეფერები...

16 comments:

  1. შენ შემხვდი ისევ ასი წლის შემდეგ,
    მე კი გავმხდარვარ ვიღაცის ვარდი,
    თუმცა იმაზე მეტად მიყვარხარ,
    ვიდრე ასი წლის წინად მიყვარდი.

    ReplyDelete
  2. კარგი იყო, მომეწონა :)


    თაკო

    ReplyDelete
  3. თაკოს რომელი მოეწონა?

    ReplyDelete
  4. aqaurobistvis vegar icli?

    ReplyDelete
  5. me me var,yvelaze gansakutrebuli da shentvis yvelaze axlobeli da sayvareli anonimusi :*:*:*

    ReplyDelete
  6. გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
    გულის კარებთან დაუკვნესია,
    დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
    ხშირად რომ გნახო უარესია,

    გაბრაზებულა ჯიუტი გული,
    სულში ტკივილი ჩაუთესია,
    ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
    უცებ მომკალი უკეთესია,

    ისე საშინლად მომენატრე რომ
    ფიქრები მტრებად შემომესია,
    უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
    და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,

    არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
    აღიარება ჩემი წესია,
    როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
    არ ვარსებობდე უკეთესია!

    ReplyDelete
  7. momecona. tan zalian. ogond tu sakutaria

    ReplyDelete
  8. kargia.miyvars sentimentebi..............ra sayvareli xar da rogor ar vicodi am leqsebis ambavi amdeni xani

    ReplyDelete
  9. momenatreeeeee ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ B

    ReplyDelete