Thursday, February 9, 2012

წელიწადი

ზამთარია, დღეა მოკლე
მზე არა ჩანს, ხომ არ მოკლეს?
ყინავს ისე ატანს ძვლებში
შენ დაგეძებ გამვლელებში.
თუ გიპოვე როგორც წინად
და გვერდულად გამეცინა,
გამიყარე ხელი მკლავში
დრო დავტოვოთ ჩვენთან ვალში,
რომ გავუძლოთ სიბერემდე
და სიცოცხლეს ვიფერებდეთ.
მალე მოდის გაზაფხული
მარტის თვეა დაზაფრული,
ხან ქარია, ხან ავდარი
ჩემი სულის შესადარი,
მერე მოდის შენი სითბო
ზაფხული და ხელებს ვითბობ.
სახლი ზღვასთან მთების ფერდზე
პატარა და ქათმის ფეხზე.
მწვანე კონცხი, მალაქიტის
მოვიაროთ დრო არ მიდის.
შემოდგომა, ნოემბერი
ხან ტკბილი და ხან ბებერი,
ცვივა ისე როგორც თმები
უფოთლებოდ რჩება მთები.
ახლაც ისევ ზამთარია
ყინვა ისევ ატანს ძვლებში,
ვცდილობ არსად დამეკარგო
არ ამებნე გამვლელებში.

3 comments: