ახლა წავალ დავწვები
ზამთარია ქუჩებში,
მე იგივეს ვაწვები
მაკოცნინე ტუჩებში,
თორემ მოვა აგვისტო
ზღვაზე წავალ სულ სხვასთან
არ მექნება მაგის დრო
თუ ვახსოვარ სუნთქვასთან,
ზღვა ხომ ჩემზე გიჟია
ახლა მასაც არ სძინავს
ჩვენში ერთი ჯიშია
ძალით არვის არ ვძირავთ.
ახლა წავალ დავწვები
ზამთარია ქუჩებში
ჩვენ სახელებს დილისთვის
ყინვა ხატავს შუშებში.
ასე არ ჯობს:) მარაააა, ,,წაგექცა ჭიშკარი" ნამეტანი იყო, ჩემ უწყინარ გაციებასთან ლაშა ბატონო. არ დეიწყო ბრჭყალებში ჩავსვიო და რამე. მომხვდა გულზე!
ReplyDeleteGulo xar da magitom mogxvda gulze da arafers ar devickeb:)
ReplyDelete