Thursday, June 30, 2011

გემები

შორია ჩემთვის რექვიემები
წინ მიიწევენ ჩემი გემები
სიყვარულია თურმე სამყარო
ღმერთს მე ვერ ვეტყვი რატომ არ მყვარობ
როდემდე მდევენ ქალების ხროვა
რომ შემაყარონ ვარდების გროვა
როდემდე ვდიო თვალებს ალმაცერს
ნამუსს რომ მხდიან და აღარ მაცმევს
მე კვლავ გავყვები ცხოვრებას მარტო
ჩემი გემები ისევ რომ ვმართო
იტყვიან ჩემზე დარჩა ეული
გონება ქონდა გადარეული
მე ღმერთს ვერ ვკითხავ რა გიგავს მწყემსის
მისი ხმა ყველაგან, ყოველდღე მესმის
სტუმარიც თურმე ყოფილა ღვთისა
მეც სტუმარი ვარ ალბათ ღმერთისა...

Monday, June 20, 2011

ვაშლი

თუ გიყვარვარ როგორც ვაშლი
ცხოვრებიდან ნუღარ წამშლი,
გადაგრეხილ თმებს რომ გაშლი
მავიწყდება თავი წამში,
თუ გიყვარვარ როგორც ვაშლი
ცხოვრებიდან როცა წამშლი
გაიხსენე ჩემი ხელი
შენსავით რომ იყო თხელი
თუ გიყვარვარ როგორც ვაშლი
გადაგრეხილ თმებს ნუ გაშლი...


Tuesday, January 11, 2011

De...

შენი ფიქრები მაცვივა თმებზე, როგორც დამწვარი ფურცლები ლექსის
შენი თვალების ხშირი ხამხამი და შენი გულის შეკუმშვა მესმის
ღალატი? ახლა? ნუთუ გაბედავ? ტკბილად ჩამესმის ნაზი ხმა ეშმის
მე შენ მჭირდები, მე შენ მინდიხარ, შენ მე მიყვარხარ და შენ ეს გესმის???

Saturday, January 8, 2011

კალია


ვერ ვივიწყებ შენს დარჩენილ ნაკვალებს
რომ ვუყურებ მაშინ გული კანკალებს
როცა მთვარეს ვუცქერ მხოლოდ რკალია
მაგონდება ჩემი ტანის კალია,
ზოგჯერ თვალი მიშტერტება იმ წამზე
პირველად რომ დაგინახე მიწაზე
პირის უცხო, მოზომილი ნახევი
კბილებს ჩუმად ეუბნება ამყევი,
და ღიმილმა უცებ შემომიტყვევა
სიმკაცრე კი ჩემი ვერ მომიტევა,
გაქრა როგორც ფარაონის ყვავილი
დღეს კი მხოლოდ მის ნაკვალებს ავივლი
თუ გახედავ მთვარეს მხოლოდ რკალია
გაიხსენე ჩემი ტანის კალია


Thursday, December 23, 2010

დონ კეხანა

წავედი ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჩამომემძიმა ცალ ხელში შუბი
და მემძიმება ტარება ფარის...
თუმცა წისქვილებს ისევ გავცქერი
როგორც უცქერდა ერთ დროს კეხანა
გაგიშვი ხელი, ვეღარ გიპოვე
შემოვიარე მთელი ქვეყანა...

/მე მიყვარხარ/

Wednesday, November 3, 2010

მიყვარს ეს ლექსი, არ ვიცი ვისია

გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,

გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,

ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრებად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,

არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია!

Tuesday, September 21, 2010

ბაჯაღლო

მე შეგხვდი ისევ ასი წლის შემდეგ
შენ კი ვიღაცის გამხდარხარ ვარდი,
იმაზე მეტად მიყვარხარ ახლა
ვიდრე ასი წლის წინათ მიყვარდი

არათითს ვხედავ გიმძიმებს ძლიერ
ყვითელი რგოლი, თანაც ბაჯაღლო
ამაყად ამხელს სხვისია ქალი
გვიანია და ხელი არ ახლო

თუ კი ამ ქვეყნად არ მიწერია
ცხოვრება შენთან - თავს მოვერევი
იმ ქვეყნად მაინც მოვალ შენამდე
და სამუდამოდ მოგეფერები...

Monday, August 23, 2010

ტალღა

მომენატრები როგორც ზღვის ტალღა
ზღვამ ხომ ტალღებით არ იცის დაღლა,
ჩამავალ მზისკენ მივდივარ ახლა
მზე ჩადის ქვემოთ, მე ვრჩები მაღლა...

Monday, June 21, 2010

ნეფერტიტი

მახსოვს ერთხელ შევესწარი ზამთარში
ვიღაც წყვილი ჯვარს იწერდა საყდარში
გამიშტერდა თვალი, გავხდი სხვაფერი
პატარძლის რომ დავინახე შაფერი.

მივატოვე ჩემი ლოცვა-ვედრება
სილამაზეს ქვეყნად რა შეედრება?
სახეს ეცა შუქი სანთლის ძლიერი
ნეფერტიტის მომაგონა იერი.

მისი სახე ახლაც თვალს მებლანდება
ვიცი დიდხანს, მანამ მომელანდება
სანამ ისევ არ შევხვდებით საყდარში
მე შავ ფრაკში, ის კი დიდ თეთრ კაბაში.

სოკო

გაზაფხულდა, მომილოცავს სოფი
აყვავდება მალე მთა და კორდი
დაიწყება ხვნა და თესვა სოფლის
გაზაფხულის ლამაზი აკორდი,

ზაფხულის დროც მალე მოვა სოფო,
მივაწყდებით ზღვის ნაპირებს ხარბად
ბუნგალო დგას როგორც დიდი სოკო
ზაფხულს მასთან გავატარებთ ალბათ.