Thursday, November 12, 2009

სცენა

ნუთუ ერთად ვართ, სპექტაკლზე ისიც?
ვერც ვიფიქრებდი, ღმერთო ხომ იცი?
ვუყურებ სცენას და ვფიქრობ რაზე?
ჩაკეტეთ კარი და გადარაზეთ,
რომ დიხანს ვიყოთ გვერდიგვერდ ახლო
თუნდ ნეკა თითი თმაზეც არ გახლო,
მინდა ჩავხედო შენს თვალის ბადეს,
მაგრამ სცენაა წინ, ბორკილს მადებს,
რომ ვერ მოგხედო გვერდით თუნდ წამით
შურიანია სპექტაკლი ამით...
ნუთუ ერთად ვართ, სპექტაკლზე ისიც
ჩემსავით ნეტავ თუ ფიქრობს ისიც?


3 comments:

  1. ,,თუნდ ნეკა თითი თმაზეც არ გახლო” - რატომღაც მომეწონა:)

    ReplyDelete