ქარი ქარია და ამით ქარავს
სიოს ხელს უშლის დაბეროს წყნარად,
ადგილს ვერ ჰპოვებს მანამდე სანამ
შავი ღრუბლები ცას არ დაფარავს
წვიმა ასველებს ხავსსა და ბალახს
მდინარეები ერევა ტალახს
მიდის ღრუბლები ვით ცხვრების ფარა
ვიღაცა გულში რაღაცას ფარავს,
ქალი ქალია და ამით ქარავს
სინაზე მუდამ მის სახეს ფარავს
თუ არ ეამა? მყის გეტყვის ”არას”
და თუ პირიქით - შეიმჩნევს არას.
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteდამიტოვე კომენტარებიო, მაგრამ აქ კომენტარები აშკარად ზედმეტია
ReplyDelete